Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუის ალბერტოს კორონა ვირუსი აქვს

ლაციოს ვარსკვლავმა დაადასტურა, რომ მას კორონა ვირუსი აქვს.

ბიანკოჩელესტის ძალიან მძიმე კვირა ჰქონდა. მათ შემადგენლობაში ვირუსი რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დაუდასტურდა და ჩემპიონთა ლიგაზე ბრიუგეს წინააღმდეგ თამაში 16 ფეხბურთელის გარეშე უწევდათ, მათ შორის ჩირო იმობილესა და ლუის ალბერტოს გარეშე.

საბედნიეროდ, ჩირო იმობილეს ტესტი ‘ყალბი დადებითი’ აღმოჩნდა და განმეორებითმა შემოწმებამ აჩვენა, რომ მას კორონა ვირუსი არ აქვს, თუმცა ლუის ალბერტომ ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა, რომ ის ინფიცირებულია და იზოლაციაში იმყოფება.