Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუის ალბერტოს მომავალი ლაციოში კვლავ გაურკვეველია

ლუის ალბერტო უქმეების თვითნებურად გახანგრძლივების შემდეგ, რის გამოც ლაციომ ის ფულადი ჯარიმით დასაჯა, გუნდს დაუბრუნდა და რამდენიმე სავარჯიშო სესია გამართა, თუმცა მისი დარჩენა არწივების რიგებში ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

Il Messaggero-ს ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელობა ლუის ალბერტოს ქცევით უკმაყოფილოა და დღეს ლაციოს სპორტულ დირექტორს იგლი ტარეს 28 წლის ესპანელი ფეხბურთელი უნდა ენახა და პრობლემა მოეგვარებინა, მაგრამ შეხვედრა არ შედგა.

წყაროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ტარეს, სარისა და ალბერტოს შორის შეხვედრა გაიმართება, რომელცეს ფეხბურთელს თავის დაცვა და ბოდიშის მოხდა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში არწივები მის გაყიდვაზე სერიოზულად დაფიქრდებიან.