Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუის ალბერტოს მსურველი ინგლისში გამოუჩნდა

ესპანური მედიის ინფორმაციით, ლაციოს ნახევარმცველის ლუის ალბერტოს ტრანსფერით ლესტერი ინტერესდება.

Todofichajes-ის ცნობით, მელიები ჯეიმს მედისონისა და იური ტილემანსის შემცვლელების ძიებაში არიან, რომლებიც გუნდს სავარაუდოდ სეზონის ბოლოს დატოვებენ და მათი ერთ-ერთ მთავარი სამიზნე სწორედ ლუის ალბერტო იქნება.

წყაროს ცნობით, ალბერტო ლესტერის თავკაცის ბრენდან როჯერსის ფავორიტი ფეხბურთელია და გუნდი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას აუცილებლად შეეცდება.