Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუის ალბერტოს ულტიმატუმი ლაციოს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლუის ალბერტოსა და ლაციოს პრეზიდენტს კლაუდიო ლოტიტოს შორის სერიოზული უთანხმოებაა და შესაძლოა 28 წლის ფეხბურთელმა ბიანკოჩელესტი დატოვოს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ლუის ალბერტო ლაციოში დღეს უნდა გამოცხადებულიყო, სამედიცინო შემოწმება გაეარა და გუნდთან ერთად სეზონისთვის მზადებას შედგომოდა, მაგრამ წყაროს ცნობით მან თვითნებურად შვებულება გაიხანგრძლივა და 14 ივლისამდე დაბრუნებას არ აპირებს.

გამოცემის ინფორმაციით, ლუის ალბერტო ლაციოსგან ხელფასის გაზრდას და ისეთივე თანხას ითხოვს, რასაც ჩირო იმობილე და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი იღებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდის დატოვება უნდა.

გასული კვირეების განმავლობაში ლუის ალბერტო ინტერს, იუვენტუსს, მილანს და ატლეტიკოს დაუკავშირეს, დღეს კი იტალიურ მედიაში გაჩნდა ინფორამცია, რომ ბიანკონერი ლაციოს ალბერტოს ტრანსფერში ბერნარდესკის ჩართვას სთავაზობს…

ესპანელი ფეხბურთელი სიმონე ინძაგის პერიოდში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორც მოერგება ის მაურიციო სარის 4-3-3-ს, ამიტომ ლაციო ესპანელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ჯერჯერობით ლოტიტოს მოთხოვნილი 50 მილიონის გადახდას არავინ აპირებს.