Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუის ალბერტო:“ იუვენტუსის ჩამოწერა არ შეიძლება“

ლაციოს ნახევარმცველმა ლუის ალბერტომ სკუდეტოს მოპოვების ფავორიტად დაასახელა და განაცხადა, რომ მესი რონალდუზე უკეთესია.

„იუვენტუსმა რამდენიმე კვირის წინ საგრძნობლად მოუმატა, თუმცა მათ გარკვეული დრო კიდევ სჭირდებათ.

„ყველას ეგონა, რომ იუვე მკვდარი გუნდი იყო და ამ სეზონში ისინი ვეფაერს იზამდნენ, თუმცა ტურინელების ჩამოწერა არასოდეს არ შეიძლება. ჩემი აზრით, ისინი კვლავ ფავორიტები არიან.

„ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც მითამაშია ? კარიერის განმავლობაში ჩემი თანაგუნდელი ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. სტივენ ჯერარდი, კოუტინიო, სტერლინგი, თუმცა ლუის სუარესი მათ შორის საუკეთესოა.

„საუკეთესო ფეხბურტელი კი, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია, ლეო მესია. რონალდუ დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მესი მსოფლიოში საუკეთესოა. ის, რაც ამ ორმა ფეხბურთელმა გააკეთა, არავის გაუკეთებია.“