Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუის ენრიკე:“ იმედი მაქვს იტალია ჩემპიონი გახდება“

ესპანეთის თავკაცმა ლუის ენრიკემ იტალიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ესპანეთის ნაჩვენები თამაშით ბედნიერი ვარ. დღეს ერთმანეთს ორი უმაღლესი დონის გუნდი დაუპირისპირდა და ვფიქრობ, რომ მაყურებლებს შესანიშნავი სანახაობა ვაჩუქეთ.

„მინდა იტალიას წარმატება მივულოცო, მათ კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს და იმედი ამქვს, რომ აძური ტიტულის მოგებას მოახერხებს.

„მე არანაირი სინანული არ გამაჩნია. დღეს ყველამ თავისი საქმე შესანიშნავად გააკეთა და შეგვიძლია ვიამაყოთ. დღევანდელი შეხვედრა ორი სპორტული მანქანის რბოლას გავდა, რომლებიც ბოლო წამამდე თანაბრად მიდიოდნენ. დღეს ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო ფეხბურთ ვიხილეთ.“