Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუის სუარესი და ფული ლაუტარო მარტინესის სანაცვლოდ?

იტალიური მედიის ცნობით,ბარსელონა ინტერს ახალ შეთავაზებას უმზადებს.ესპანელები მზად არიან,ლაუტარო მარტინესის სანაცვლოდ ფულთან ერთად ლუის სუარესი დათმონ.

ბარსელონას არგენტინელი შემტევის გამოსასყიდი თანხის,111 მილიონი ევროს გადახდა არ შეუძლია და ტრანსფერში სხვადასხვა ფეხბურთელების ჩართვას ცდილობს.კატალონიელები 33 წლის ურუგვაელთან ერთად 75 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.

ინტერის და ანტონიო კონტეს პოზიცია ჯერჯერობით უცნობია,თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა უკვე განაცხადა,რომ გუნდში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი სჭირდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.