Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუის ფელიპე:“ ლაციოში ძალიან კარგი დრო გავატარე, სხვაობა ლა ლიგასა და სერია ა-ს შორის ?…“

ლაციოს ყოფილმა უკანახაზელმა ლუის ფელიპემ, რომელმაც გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და რეალ ბეტისის რიგებს შეუერთდა, საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ლაციოში გატარებული პერიოდი ? მე ბიანკოჩელესტის რიგებში სკაუტების დახმარებით მოვხვდი, მაშინ სულ რაღაც 19 წლის ვიყავი, იტალიურად საუბარი არ შემეძლო, ამიტომ ადაპტაციის პერიოდი ძალიან რთული იყო. მე ერთი სეზონი სერია ბ-ში, სალერნიტანას რიგებში გავატარე, შემდეგ კი ლაციოში თავის დამკვიდრება შევძელი. იტალიაში მე სწორი პოზიციის შერჩევა, ტაქტიკა და თამაშის წაკითხვა ვისწავლე.

„სხვაობა სერია ა-სა და ლა ლიგას შორის ? ესპანეთში თამაში უფრო ინტენსიურია, სერია ა-ში კი მატჩი უფრო დინჯი ტემპით მიდის, გუნდებს აქვთ კონკრეტული გეგმა, რომელსაც მიყვებიან, იქ ტაქტიკას უფრო მეტი ყურადღება ექცევა.

„ფორვარდები, რომელთა წინააღმდეგ თამაში სერია ა-ში ყველაზე რთული იყო ? ყველაზე რთული იმობილე გახლდათ, ის ვარჯიშებზეც კი ბოლომდე იხარჯებოდა, ჩირო შენს ზურგს უკან ისე ჩნდება, ვერაფერს იგებ. კარგია, რომ ის ჩემი თანაგუნდელი იყო.

„იმობილეს გარდა კი ედინ ჯეკოსა და რომელუ ლუკაკუს გამოვყოფდი.“