Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუის ფელიპე ტრავმირებულია

ლაციოს უკანახაზელმა, ლუის ფელიპემ ფროსინონესთან გამართულ ამხანაგურ მატჩში, რომელიც ლაციომ 1 – 0 მოიგო, ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

ლაციო სეზონს 2 კვირის შემდეგ იწყებს, რადგან პირველ ტურში გასამართი ატალანტასთან მატჩი ბერგამოელების მოთხოვნით გადაიდო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაეხმარება თუ არა ლუისი გუნდს.

ბრაზილიელ ფეხბურთელს ტესტები დღეს ჩაუტარდება და დეტალური ინფორმაცია ამის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.

Leave a Reply

Your email address will not be published.