Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუი ვიტონის დირექტორი:“ ჩვენ მილანის ყიდვას არ ვაპირებთ“

ლუი ვიტონის გენერალურმა დირექტორმა ანტონიო ბელონიმ ჭორებს იმის შესახებ, რომ თითქოს ისინი როსონერის ყიდვას აპირებდნენ, წერტილი დაუსვა.

„ამ თემაზე საუბრით უკვე ძალიან დავიღალე. ჩვენ მილანის შეძენას არ ვაპირებთ და ამ თემაზე არც არასოდეს გვისაუბრია.

„სიმართლე რომ გითხრათ, მე იუვენტუსის ქომაგი ვარ და მილანის ყიდვა ჩემში ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევდა.“