Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუკაკუ:“ბარელა მატჩის საუკეთესო მოთამაშეა“

ნერაძურიმ ლევერკუზენის ბაიერი დაამარცხა და ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.მათი მეტოქე შახტარსა და ბაზელს შორის გასამართ მატჩში გამოვლინდება და ნახევარფინალი 17 აგვისტოს ჩატარდება.

ნერაძურიმ მეტოქე აშკარად დაჯაბნა და ბარელას და ლუკაკუს გოლებით 2 – 1 დაამარცხა, რითიც ლუკაკუმ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა.ბელგიელი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ევროპა ლიგის და უეფას თასის ზედიზედ 9 მატჩში შეძლო გოლების გატანა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარული ალან შირერის რეკორდი გააუმჯობესა.

„რეკორდი რეკორდია,თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის წარმატებაა.ლევერკუზენი ძალიან კარგი გუნდია,სადაც მაღალი დონის მოთამაშეები თამაშობენ და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ.ჩვენ დამაგვირგვინებელ ფაზაში ბევრი შეცდომა დავუშვით,ინტერს უფრო მეტი უნდა გაეტანა.

„დაცვის ხაზმა ძალიან კარგად იმუშავა.ჩემი აზრით,მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბარელა იყო. ბოლო კვირეებში ის საოცრად თამაშობს,ის უბრალოდ ყველგანაა…

„ბოლო პერიოდში პროგრესი აშკარაა,თუმცა შანსების უკეთ გამოყენება უნდა ვისწავლოთ და თამაშები უფო ადრე უნდა მოვკლათ.წინ ნახევარფინალი გველოდება და მოსამზადებლად ერთი კვირა გვაქვს.

Leave a Reply

Your email address will not be published.