Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუკაკუ:“ინტერი აქ ევროპა ლიგის მოსაგებად არის“

რომელუ ლუკაკუმ სევილია გააფრთხილა, რომ გუნდი ევროპა ლიგის მოგებას აპირებს.

შახტარის 5 – 0 განადგურების შემდეგ, სადაც ბელგიელმა დუბლი შეასრულა, ლუკაკუმ კომენტარი გააკეთა:

„გუნდი ძალიან კარგად თამაშობს. ყველა ცდილობს, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს.

„ჩვენ მთელი სეზონი ძალიან ბევრს ვმუშაობდით, რაც ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო. ტაქტიკურად და ფიზიკურად  მთელი გუნდი 100 პროცენტით მზად არის და ჩვენ თამაშის გაგრძელება უპრობლემოდ შეგვიძლია.

„ვიცოდით, რომ მათ კომბინაციური ფეხბურთი უყვართ და ცენტრალური ზონის გადაკეტვის შემთხვევაში შახტარს შანსი არ ექნებოდა, რადგან ფიზიკურად ჩვენ უკეთ ვართ მომზადებული.

„მეორე ნახევარში ჩვენი რეალური ძალა ყველას დავანახეთ და თამაშს წერტილი დავუსვით.“

ლუკაკუ გახდა პირველი მოთამაშე ისტორიაში, რომელმაც ევროპა ლიგის ზედიზედ 10 შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა და ამასთან ერთად, მან ინტერის სადებიუტო შეხვედრაში 33 გოლის გატანა შეძლო.

„რეკორდები ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ყველაზე მთავარი გუნდის წარმატებაა. ჩვენ აქ ტურნირის მოსაგებად ვართ და ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ფავორიტები ვიქნებით.“

ინტერი ფინალში სევილიას დაუპირისპირდება, რომელმაც ლუკაკუს ყოფილი გუნდი, მანჩესტერი გამოთიშა ტურნირს.

„იუნაიტედმა მოსაგებად ყველაფერი სცადა. მათ ძალიან კარგი სეზონი ჰქონდათ, ოლემ და ბიჭებმა კარგად იმუშავეს. გრინვუდი, მარსიალი და რაშფორდი უფრო და უფრო უმატებენ და ეს ძალიან მახარებს, მათ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში უკეთ იასპარეზებენ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.