Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუკაკუ:“ინტერი სწორ გზად ადგას”

ბელგიელმა ფორვარდმა სერია ა-ს სეზონი ინსტაგრამის პოსტის მეშვეობით შეაჯამა და აღნიშნა,რომ ნერაძური სწორ გზას ადგას.

ინტერმა ლუკაკუ მანჩესტერიდან გასულ ზაფხულს 80 მილიონ ევროდ შეიძინა და ფეხბურთელმა თავის სადებიუტო სეზონში 36 შეხვედრაში 23 გოლის გატანა მოახერხა და თავის გუნდს მე-2 ადგილი მოაპოვებინა.

„სერია ა დასრულდა,თუმცა ჩვენ განვითარება არ უნდა შევაჩეროთ,რადგან გუნდი სწორ გზას ადგას.დიდი მადლობა იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის,რასაც მთელი სეზონის განმავლობაში ვგრძნობდით. ჩემს თანაგუნდელებს მივმართავ,რომ თქვენ ბიჭებო ყოველდღე შესანიშნავები იყავით.“

Leave a Reply

Your email address will not be published.