Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკაკუმ ლაუტაროს ინტერში დარჩენის გარანტია მიიღო

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის ხელმძღვანელობამ რომელუ ლუკაკუს გარანტია მისცა, რომ მომდევნო სეზონში არგენტინელი ფეხბურთელი ნერაძურის რიგებში იასპარეზებს.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ანტონიო კონტეს წასვლის შემდეგ ლუკაკუმ გუნდში დარჩენისთვის გარანტიები მოითხოვა, მათ შორის ლაუტაროს გუნდში დარჩენასთან დაკავშირებით და მან პირობა მიიღო, რომ მომდევნო სეზონში ინტერისთვის კვლავ ლაუტარო-ლუკაკუს დუეტი შეუტევს.

ელ ტოროს კონტრაქტი ნერაძურისთან 2023 წლის ზაფხულში იწურება და ბენეამატა ფეხბურთელის ახალ ხელშეკრულებაზე უკვე მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ…