Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუკაკუს ატალანტას წინააღმდეგ თამაში სურს

Calciomercato-ს ინფორმაციით, პარმასთან და რეალთან გამოტოვებული მატჩის შემდეგ, რომელუ ლუკაკუს მოედანზე დაბრუნება სურს და იმედი აქვს, რომ ატალანტას წინააღმდეგ თამაშს მოახერხებს.

კონტემ დღეს შემადგენლობას დასვენების საშუალება მისცა, რომელუ ლუკაკუმ კი განცალკევებით, ორმაგი დატვირთვით ივარჯიშა.

წყაროს ინფორმაციით, გადამწყვეტი შემოწმება ბელგიელს ხვალ ჩაუტარდება და გახდება ცნობილი, მოახერხებს თუ არა ის ატალანტას წინააღმდეგ თამაშს.