ლუკაკუს ინტერის დასარწმუნებლად დრო ეწურება…
რომელუ ლუკაკუს იმედი აქვს, რომ ინტერი სეზონის ბოლოს მის შენარჩუნებას გადაწყვეტს, თუმცა ამისთვის გუნდის ხელმძღვანელობის დარწმუნება მოუწევს.
ბელგიელი ფორვარდის იჯარა ინტერში სეზონის ბოლოს იწურება და რომელუმ ბენეამატას რიგებში დარჩების სურვილი ღიად არაერთხელ დააფიქსირა, მაგრამ ფეხბურთელის ცუდი ფორმის ფონზე, ბენეამატა ჯერჯერობით მისი იჯარის გახანგრძლივებას, რაც საკმაოდ მსუყე თანხებთან არის დაკავშრებული, არ აპირებს და თუ მან პროდუქტიულობას არ მოუმატა, სეზონის ბოლოს ლონდონში დაბრუნება მოუწევს.
ლუკაკუს აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა…