Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკაკუს იუვენტუსამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა…

რომელუ ლუკაკუმ გასულ სეზონში ინტერს სკუდეტო მოაგებინა და ჩელსიში დაბრუნდა, თუმცა მისი კარიერა შესაძლოა სულ სხვა გზით განვითარებულიყო.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ინტერთან ერთად 2019 წელს რომელუს გაფორმებაზე იუვენტუსიც მუშაობდა და გუნდებს შორის შეთანხმება მიღწეული იყო.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსმა მანჩესტერს ლუკაკუს სანაცვლოდ პაულო დიბალა შესთავაზა, რომლის გაფორმებასაც წითელი ეშმაკები აქტიურად ცდილობდნენ და იტალიელებმა ინგლისელებისგან თანხმობა მიიღეს, მაგრამ ბარტერი პაულო დიბალას გამო ჩაიშალა, რომელმაც ტურინის დატოვებაზე უარი თქვა.