Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკაკუს მოედანზე დაბრუნების თარიღი ცნობილია

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომელუ ლუკაკუ გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშს განაგრძობს, ამიტომ მისი უდინეზეს წინააღმდეგ თამაში ფაქტობრივად გამორიცხულია.

ბელგიელმა ფორვარდმა, რომელსაც კუნთის პრობლემები აქვს, ტრავმის გამო უკვე 5 მატჩი გამოტოვა და FcInterNews-ის ცნობით, ის გუნდს ვერც უდინეზეს წინააღმდეგ დაეხმარება, რომელმაც შესანიშნავი სტარტი აიღო და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას იკავებს.

წყაროს ცნობით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ლუკაკუ მოედანზე სანაკრებო პაუზის შემდეგ, რომასთან მატჩში დაბრუნდება.