Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუკაკუს პირველი კომენტარი ფინალის წაგების შემდეგ

რომელუ ლუკაკუმ ევროპა ლიგის ფინალში სევილიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, პირველი კომენტარი ინსტაგრამის მეშვეობით გააკეთა.

„პირველ რიგში, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც თქვენ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გააკეთეთ. წელს ჩვენ, როგორც გუნდი, ძალიან გავიზარდეთ და უდიდესი პატივია იმ გუნდის მაისურის ტარება, რომელიც მე ბავშვობიდან მიყვარდა.

„ის, რაც ფინალში მოხდა, ძალიან მაბრაზებს, თუმცა პირობას გაძლევთ, რომ მე შეცდომას გამოვასწორებ. ცხოვრებაში ადვილად არაფერი მომსვლია და ეს გამოცდილება მე მხოლოდ უფრო გამაძლიერებს.

„ერთი რამ ნათელია, ინტერი მკვდარი არ არის, წაგებული ფინალი მტკივნეულია, თუმცა ჩვენ ეს უფრო ძლიერებს გვხდის. ჩვენ ერთიანები ვართ და წინ სწორი მიმართულებით მივდივართ.

„გულშემატკივრებს მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი მთელი სეზონის განმავლობაში გამოხატავდნენ ჩვენს მიმართ როგორც საშინაო, ასევე გასვლითი შეხვედრების დროს. დიდი მადლობა იმ წერილებისთვის, რომლებიც მივიღე, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, SEMPRE FORZA INTER!”

Leave a Reply

Your email address will not be published.