ლუკაკუ:“ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული“

რომელუ ლუკაკუს თქმით,ინტერი ჯერ სკუდეტოსთვის ბრძოლას არ გამოთიშვია და ყველაფერი გუნდის ხელშია.

ბელგიელი შესანიშნავ ფორმაშია და სამპდორიასთან მოგებულ შეხვედრაშიც მოახერხა გოლის გატანა.

„დღევანდელი გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო,ახლა დარჩენილი 12 თამაში უნდა მოვიგოთ,ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.

„დღეიდან ყველა თამაში ურთულესი იქნება და მარტივ გამარჯვებას არ უნდა ველოდოთ.მძიმე,თუმცა ნაყოფიერი ვარჯიშები გვქონდა,გუნდი კარგ ფიზიკურ ფორმაშია,მაგრამ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ და განვითარება განვაგრძოთ.“

შეგახსენებთ,ინტერი ლიდერ იუვენტუსს 6 ქულით ჩამორჩება.

Leave a Reply

Your email address will not be published.