Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკაკუ:“ ასეთ კარგ ფორმაში კარიერაში არასოდეს ვყოფილვარ“

რომელუ ლუკაკუმ ინტერის ოფიციალურ არხთან თავის წარმატებულ სეზონზე ისაუბრა.

„ყველა ქვეყანაში რაღაც ახალი შეგიძლია ისწავლო, თუმცა იტალიამ სულ სხვა დონეზე ამიყვანა. მე თავი მენტალურად და ფიზიკურად ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს მიგრძვნია.

„ინტერში მოსვლის შემდეგ ჩვენ ჩემი სხეული გავაანალიზეთ, რის მიხედვითაც ჭამის რეჟიმი შევადგინეთ. მე ბევრ სალათს და თევზს ვჭამ, რაც ძალიან დამეხმარა.

„ჩვენ ბევრი სირბილი გვიწევს და ფიზიკურ ფორმაში ყოფნა აუცილებელია, რისთვისაც დიეტის დაცვაა საჭირო.“

გათიშვა