Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუკაკუ:“ გამარჯვების გამო ბედნიერი ვარ, თუმცა შეცდომებზე აუცილებლად უნდა ვისწავლოთ…“

რომელუ ლუკაკუმ, რომელიც ფიორენტინასთან მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა და დამატებით 119-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ინტერის მომდევნო მეტოქე კოპაზე მილანი იქნება, გუნდები ერთმანეთს 27 იანვარს დაუპირისპირდებიან.

„დერბიზე ფიქრი ჯერ ადრეა, ახლა ამ რთული გამარჯვებით უნდა მივიღოთ სიამოვნება. ფიორენტინა ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს და მათი დამარცხება მარტივი არ არის.

„სირთულეები მეორე ნახევარში ? არ ვიცი ეს რატომ ხდება. ჩვენ ეს რომასთანაც დაგვემართა, თუმცა ამჯერად მატჩის მოგება შევძელით.

„ინტერი ახალგაზრდული გუნდია და თავის შეცდომებზე აუცილებლად უნდა ისწავლოს, სხვაგვარად წინსვლა გაგვიჭირდება.

„იუვენტუსთან მატჩი ? მე ძალიან ტაქტიკური თამაშის მოლოდინში ვარ ორ გუნდს შორის, რომლებიც ძალიან კარგ ფორმაში არიან.

„იუვენტუსი დიდი გუნდია და ჩვენი მიზანი ამ შეხვედრაში ჩვენი ძალების მაქსიმუმის გამოვლენა იქნება.“