Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუკაკუ გასული სეზონის ევროპა ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა

ცოტა ხნის წინ UEFA-მ გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ინტერის ბელგიელი შემტევი, რომელუ ლუკაკუ დაასახელა.

ლუკაკუმ ევროპა ლიგის 6 მატჩში 7 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, მისი ინტერი კი სევილიასთან ფინალში დამარცხდა.

„პირველ რიგში ღმერთის მადლობელი ვარ, რომ აქამდე მოსვლის შესაძლებლობა მომცა. მაქვს იმის კეთების საშუალება, რაც მიყვარს და ვთამაშობ იმ გუნდში, რომელსაც ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ.

„მადლობა დედაჩემს, ჩემს ძმას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ დროის განმავლობაში მხარს მიჭერდა. დიდი მადლობა ანტონიო კონტეს, ინტერის სტაფს და პრეზიდენტ ჟანგს, რომელმაც ჩემი შესაძლებლობები ირწმუნა და ბოლოს, ყველაზე დიდი მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომელთა გარეშეც ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. ისინი ჩემთვის ოჯახის წევრები არიან.

„ყოველდღე ვარჯიშზე ღიმილით მივდივარ, რადგან ვიცი, რომ იქ ხალხი მელოდება, რომელიც ჩემსავით მონდომებული და გამარჯვებას მოწყურებულია. დიდი მადლობა ყველაფრისთვის და იმედი მაქვს, რომ წელს უფრო უკეთ ვითამაშებთ და მიღწეულ შედეგებს გავაუმჯობესებთ.“