Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუკაკუ გუნდს ვერც ატალანტასთან მატჩში დაეხმარება

Tuttosport-ის ინფორმაციით, რომელუ ლუკაკუს თამაში ბერგამოელთა წინააღმდეგ ფაქტობრივად გამორიცხულია.

ბელგიელმა ფორვარდმა ტრავმა მარცხენა ბარძაყის კუნთზე ტრავმა შახტართან მატჩში მიიღო და მას შემდეგ 2 შეხვედრა გამოტოვა. 27 წლის ფორვარდმა გუშინ დამატებითი გამოკვლევა ჩაიტარა სამწუხაროდ გარიკვა, რომ ფეხბურთელმა ჯერჯერობით ტრავმის მოშუშება ვერ მოახერხა.

ლუკაკუ ინტერს 2019 წელს გუნდისთვის სარეკორდო 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ, მანჩესტერ იუნაიტედიდან შეუერთდა და მას შემდეგ 58 მატჩში 41 გოლის გატანა მოახერხა. მიმდინარე სეზონშ მის ანგარიშზე 7 შეხვედრაში 7 გოლია.