Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკაკუ:“ ევროპა ლიგის ფინალში მარცხი კარიერაში ყველაზე რთული მომენტი იყო“

რომელუ ლუკაკუს თქმით, 2020 წლის ევროპა ლიგის ფინალში მარცხი მისთვის რთული გადასატანი იყო, მაგრამ ამ თამაშის შემდეგ მოტივაცია უფრო გაიზარდა.

„დღესაც კარგად მახსოვს ის გრძნობა, როდესაც ჩვენ ევროპა ლიგის ფინალში დავმარცხდით. ჩვენ სევილიასთან გამარჯვება შეგვეძლო, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ და იმ შეხვედრის შემდეგ რამდენიმე დღე ხმას საერთოდ არ ვიღებდი, ეს ჩემს კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი იყო.

„თუმცა, ფინალიდან 3-4 დღის შემდეგ გავიღვიზე და ჩემს თავს ვუთხარი, რომ ინტერთან ერთად აუცილებლად მოვიგებდი, მოვიგებდი ყველა შესაძლო ტიტულს.

„ვაჯიშის განახლების შემდეგ, მე ინტერის თითოეულ ფეხბურთში ბრძოლის სურვილი, მოტივაცია და შიმშილი დავინახე, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ჩვენ წინ ვერაფერი დაგვიდგებოდა.“