Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუკაკუ:“ იმედი მაქვს, ეს გამარჯვება საჭირო ენერგიას მოგვცემს“

ინტერმა გუშინ რომელუ ლუკაკუს დუბლის და დარმიანის გოლის წყალობით გლადბახის 3 – 2 დამარცხება მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

უეფას ოფიციალურ არხთან ბელგიელმა ფორვარდმა კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ 3 ქულა გვჭირდებოდა და მოედანზე მხოლოდ ერთი მიზნით გავედით, თამაშის მოსაგებად.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ იყო, ვითამაშებდით კარგად თუ ცუდად, ჩვენ 3 ქულა ჰაერივით გვჭირდებოდა და საბედნიეროდ საჭირო შედეგს მივაღწიეთ.

„ჩვენ სერია ა-ში ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, შემდეგ გლადბახის დამარცხებაც მოვახერხეთ და იმედი მაქვს, რომ ეს გამარჯვებები საჭირო ენერგიას მოგვცემს, რომ ჯგუფიდან გავიდეთ.

„ბოლო პერიოდში როგორც ლიგაზე, ასევე სერია ა-ში გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ ჩვენს თავებში რწმენა არასოდეს დაგვიკარგავს. ახლა გარდამტეხი მომენტია, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ.“

მიმდინარე სეზონში ლუკაკუმ ინტერის მაისური 11 მატჩში მოირგო, 11 გოლის გატანა მოახერხა და 2-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.