Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკაკუ:“ ინტერის ქომაგებს უახლოეს დღეებში მივმართავ“

რომელუ ლუკაკუმ რამდენიმე საათის წინ მილანში სამედიცინო შემოწმება გაიარა და ინგლისში გაფრინდა.

ბელგიელმა ფორვარდმა აეროპორტში მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ინტერის ქომაგებს უახლოეს დღეებში მიმართავს, რის შემდეგაც ის კერძო თვითმფრინავით ლონდონში გაემგზავრა.

ჩელსის ლუკაკუს გაფორმება, რომელიც ლურჯების რიგებში 2011-12 წლების სეზონში უკვე თამაშობდა, 115 მილიონი ევრო დაუჯდება. ნერაძურიმ ბელგიელი ფორვარდის სანაცვლოდ 2019 წელს 74 მილიონი ევრო გადაუხადა.