Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკაკუ:“ ინტერი ამბიციური პროექტის შენებას განაგრძობს“

დღეს რომელუ ლუკაკუ ინტერს შეუერთდა და ბენეამატასთან ერთად პირველი ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც ბელგიელმა ფორვარდმა InterTV-სთან მცირე კომენტარი გააკეთა.

„მინდა ინტერის ქომაგებს მივესალმო, დაბუნების გამო ძალიან ბედნიერ ივარ. ჩვენ გასულ სეზონში მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და იმ ამბიციური პროექტის შენება, რომელიც ერთად დავიწყეთ, უნდა გავაგრძელოთ.

„იმედია თითოეულ ინტერისტას კიდევ ერთხელ გავახარებთ და ოცნებებს ავუხდენთ.“

ლუკაკუმ გასულ სეზონში ჩატარებულ 44 მატჩში 33 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის სერია ა-ს MVP გახდა.