Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუკაკუ:“ ინტერი მენტალურად საკმარისად ძლიერი არ არის“

ჩემპიონთა ლიგაზე გლადბახთან ნათამაშები ფირს შემდეგ, სადაც ლუკაკუმ დუბლი გაიფორმა და ნერაძურის ქულა მოუტანა, ბელგიელმა ფორვარდმა კომენტარი გააკეთა.

„ჩემი აზრით, ეს კარგი შედეგი არ არის, რადგან ჩვენ ბევრად უკეთ შეგვიძლია თამაში. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და რაც მთავარია, მენტალურად უდნა გავძლიერდეთ. გუნდს საკმაოდ რთული პერიოდი უდგას და ჩვენს თავებში რწმენა არ უნდა დავკარგოთ.“

ინტერმა ქულები ლაციოსთან და მილანთანაც დაკარგა.

„ახლა ჩვენ მენტალურად ძლიერები უნდა ვიყოთ და დაცვაში უკეთ უნდა ვითამაშოთ. დღეს გაშვებული ორივე გოლი ჩვენს შეცდომებს მოჰყვა. ასეთ დონეზე დაცვაშიც და შეტევაშიც იდეალურად უნდა ითამაშო, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად დაისჯები.“