Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუკაკუ:“ ინტერი ჯერჯერობით დიდი გუნდი არ არის“

რომელუ ლუკაკუმ ტორინოს დამარცხების შემდეგ, სადაც ბელგიელმა დუბლის გაფორმება მოახერხა, კომენტარი გააკეთა.

„სიმართლე რომ გითხრათ, ჯერჯერობით ჩვენ დიდი გუნდი არ ვართ. პირველი 60 წუთის განმავლობაში ძალიან ცუდად ვითამაშეთ.

„ჩვენ საჭირო სიბრაზის და გამარჯვების სურვილის გარეშე ვთამაშობდით, შემდგომში კი გამოვიღვიძეთ და 3 ქულის მოპოვება მოვახერხეთ.

„ვარ თუ არა ინტერის ლიდერი ? არა, მე უბრალოდ რიგითი მოთამაშე ვარ, რომელსაც სურს, რომ გუნდს მაქსიმალურად დაეხმაროს. არ მომწონს, როდესაც ხალხი ლიდერს მეძახის.

„გუნდში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელიც ინტერში ჩემზე დიდი ხანია თამაშობს. მე ვარ 27 წლის ბიჭი, რომელსაც სურს, რომ თოთიეულ მატჩში კარგად ითამაშოს და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ტიტულის მოგებას მოვახერხებთ, თუმცა დღეს ნაჩვენები თამაშით ეს გაგვიჭირდება.“