Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკაკუ:“ ინძაგის ბევრი ვესაუბრე და ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა“

რომელუ ლუკაკუმ, რომელიც ინტერს უკვე დაუბრუნდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს, სიმონე ინძაგის შესახებ ისაუბრა.

„იმ დღეს, როდესაც სიმონე ინძაგის ინტერში მოსვლა გაოფიციალურდა, მე და მწვრთნელმა დიდი ხანი ვისაუბეთ და მისი იდეები ძალიან მომეწონა, ჩვენი აზრები და ამბიციები ერთმანეთს ემთხვევა და ნერაძური მომდევნო სეზონისთვის კდიევ უფრო მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას.

„ინძაგის შესახებ ჩემმა ძმამ (ლაციოს ყოფილი ფეხბურთელი ჯორდან ლუკაკუ) ძალიან კარგად ისაუბრა და მანაც დამარწმუნა, რომ ჩვენ დაწყებულ საქმეს იგივე შემართებით და ამბიციებით გავაგრძელებთ.“