Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუკაკუ:“ კარიერაში საუკეთესო პერიოდი მაქვს“

ინტერმა მატეო დარმიანის და ლუკაკუს დუბლის წყალობით გლადბახი 2 – 3 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

მატჩის შემდეგ ბელგიელმა შემტევმა კომენტარი გააკეთა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე ამ ბიჭებთან ერთად თამაში მიწევს, მე კარიერაში საუკეთესო წელიწადნახევარი მქონდა და ამის გამო მწვრთნელს, სტაფს და თანაგუნდელებს დიდ მადლობას ვუხდი.

„მინდა, რომ გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო და სწორედ ამიტომ ვარჯიშებზე და უშუალოდ თამაშებში 100 პროცენტით ვიხარჯები.

„თამაში მაშინ უნდა მოგვეკლა, როდესაც 3 – 1 იყო, საბედნიეროდ მათ VAR-მა გოლი გაუუქმა და პლეი-ოფში გასვლის შანსი კიდევ გვაქვს. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და თამაშიდან თამაშამდე ვითარდებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.“