Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუკაკუ:“ კონტეს მსგავსად, წაგება მეც მძულს“

რომელუ ლუკაკუს  თქმით, ის ადრე თუ გვიან ანდერლეხტში აუცილებლად დაბრუნდება. ბელგიელი ფეხბურთელი 2011 წელს ანდერლეხტიდან ჩელსიში გადავიდა, შემდეგ უესტ ბრომვიჩში, ევერტონში და მანჩესტერში თამაშობდა, 2019 წელს კი ინტერის ფეხბურთელი გახდა.

„ანდერლეხტს ყოველთვის თვალს ვადევნებ და ერთ დღეს იქ აუცილებლად დავბრუნდები. მე ამ კლუბთან კარგი მოგონებები მაკავშირებს და კარიერის მიწურულს, მათ რიგებში თამაში კვლავ მსურს.

„იტალია კი ჩემი ცხოვრების სტილს ძალიან ეწყობა. ეს რომ უფრო ადრე მცოდნოდა, პირდაპირ აქ გადმოვიდოდი.

„მე და კონტე ასე თუ ისე ერთმანეთს ვგავართ, მის მსგავსად, წაგება არც მე მიყვარს და ვარჯიშებზეც კი ძალიან ვბრაზდები.“

ბელგიელმა ფეხბურთელმა ევროპა ლიგის ფინალში სევილიასთან 3 – 2 მარცხის შემდეგ ვერცხლის მედლის მიღებაზე უარი თქვა.

„ამის გაკეთება არ შემეძლო. ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც შენ უბრალოდ უნდა თქვა – არა. Super Cup  და სკუდეტოს მოგებამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა, რასაც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი ემატებოდა…

„ფინალში მარცხი ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, რადგან ტიტულის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთე… იმ დღის შემდეგ 4 – 5 დღე საერთოდ არ ვლაპარაკობდი.

„ჩემი მენტორი ? ტიერი ანრია, რომელსაც მე ძალიან ხშირად ვესაუბრები და მისგან საჭირო რჩევებს ვიღებ.“