Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკაკუ:“ მე მებრძოლი ვარ და გუნდისთვის გამარჯვება მსურს სწორედ ისე, როგორც იბრას…“

რომელუ ლუკაკუმ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.

„ჩვენ მატჩს 1 – 0 ვაგებდით, მე კი კარგი მომენტი ვერ გამოვიყენე და ცოტა გაბრაზებული ვიყავი. მისმა სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, ჩემი რეაგირებით ბედნიერი არ ვარ, მაგრამ მე თავის დაჩაგვრის უფლებას არავის მივცემ.

„მე მებრძოლი ვარ, გამარჯვებული და ჩემი გუნდისთვის და თანაგუნდელებისთვის სიკვდილის ბოლომდე ვიბრძოლებ ისევე, როგორც ზლატანი.

„იბრა დიდებული ფეხბურთელია, მან კარიერაში ყველაფერი მოიგო და 500-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა. მე მასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა, თუმცა ასეთი ჯახები სერია ა-სთვის სასარგებლოა.

„მას მილანის წარმატება ნებისმიერ ფასად სურს, მე იგივეს გაკეთება ინტერისთვის მინდა, რონალდუ კი ამისთვის იუვენტუსში იბრძვის, ახლა კი რომას მოურინიო ჰყავს, ასეთი რაღაცეები იტალიურ ფეხბურთს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე წევს.

„კონტე ? ჩემთვის ის საუკეთესო მწვრთნელია და ამაში პირველივე დღიდან დავწრმუნდი. მანჩესტერში თამაშის დროს დარმიანს ხშირად ვესაუბრებოდი და ვეუბნებოდი, რომ მე ინტერში აუცილებლად გადმოვიდოდი.

„იტალიაში ჩამოსვლისას მე ენა რაღაც დონეზე უკვე ვიდოი, ამ ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ მომცა. გასულ სეზონში ჩვენ სერია ა მე-2 ადგილზე დავასრულეთ და ევროპა ლიგის ფინალი ვითამაშეთ, თუმცა თუ ზოგისთვის ეს კარგი სეზონი იქნებოდა, მე და კონტემ ეს ყველაფერი როგორც მარცხი ისე მივიღეთ, რომელმაც უფრო მეტი მოტივაცია შეგვმატა.

„სკუდეტოს მოგების მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის გამო სინანული მაინც გვაქვს. რეალი ულაპარაკოდ ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა ჯგუფში დარჩენილ 2 კლუბზე ძლიერები ვიყავით და პლეი-ოფში უნდა გავსულიყავით.

„დატოვებს თუ არა კონტე ინტერს სეზონის ბოლოს ? ვფიქრობ, რომ არა. ის აქ ბედნიერია, წვრთნის გუნდს, რომელიც მის იდეებს ბოლომდე იზიარებს და ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რომ ინტერის ისტორიაში ახალი ეპოქა შევქმნათ.“

გათიშვა