ლუკაკუ მილანში ბრუნდება
იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის ფორვარდი რომელუ ლუკაკუ დღეს მილანში დაბრუნდება და სარეაბილიტაციო პროცესს იქ გააგრძელებს.
29 წლის ფორვარდმა გასული დღეები ბელგიაში გაატარა, სადაც კუნთის ტრავმას მკურნალობდა და Corriere dello Sport-ის ცნობით, მისი მილანში დაბრუნება იმის მაჩვენებელია, რომ რომელუ ინტერის დაბრუნებას უახლოეს პერიოდში მოახერხებს.
წყაროს ცნობით, ლუკაკუ ინძაგის განკარგულებაში დიდი ალბათობით სანაკრებო პაუზამდე, უდინეზესთან მატჩში დაბრუნდება.