Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუკაკუ:“ მინდა, რომ ერიქსენს დავეხმარო“

ერთა ლიგაზე დანიის წინააღმდეგ გატანილი დუბლის შემდეგ, რომელუ ლუკაკუმ კრისტიან ერიქსენის შესახებ ისაუბრა.

„მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ჩემპიონი გახდეს და მე მსურს, რომ მას ამაში დავეხმარო. მე ბედნიერი ვარ, რომ იტალიურ ფეხბურთს ძალიან მალე შევეჩვიე და თუ ის ენის სწავლას მოახერხებს, მას ყველაფერი ძალიან გაუადვილდება.

„მას ექნება შესაძლებლობა, რომ გუნდელებთან უფრო მეტი იკონტაქტოს და ინტერს თავისი შესანიშნავი მახასიათებლებით დაეხმაროს.“