ლუკაკუ:“ მსოფლიოს საუკეთესო 5 ფორვარდს შორის ვარ“
12 გოლი 13 მატჩში, რომელუ ლუკაკუმ სეზონი შესანიშნავად დაიწყო.
ბელგიელმა ფეხბურთელმა France Football-ს განუცხადა:“ ამ მომენტში საუკეთესო 5 ფორვარდს შორის ერთ-ერთი ვარ. ტაქტიკურად და მოედანზე მოძრაობის მხრივ თითქმის უშეცდომო ვარ.
„თუ რონალდუმ, მესიმ და ლევანდოვსკიმ შეძლეს, რომ ლიმიტს გაცდენოდნენ, მე რატომ ვერ შევძლებ ამას ?
„მე შესანიშნავ გუნდში ვთამაშობ, რომელსაც ძალიან კარგი მწვრთნელი უდგას სათავეში. მე მჯერა რომ ერთად ტიტულების მოგებას მოვახერხებთ.“