Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუკაკუ:“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ, ინტერში ჩემი როლი კარგად მესმის“

რომელუ ლუკაკუმ Sport Voetabal Magazine-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მე ჩემს სტატისტიკაზე არ ვფიქრობ. ჩემი უპირატესობა ის არის, რომ პროფესიონალი ძალიან პატარა ასაკში გავხდი.

„ბელგიის ნაკრებში თავიდან საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა, თუმცა 100 პროცენტით დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთ დღეს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გავხდებოდი, რადგან ნაკრების ისტორიაში ყველაზე კარგი თანაგუნდელები მყავს.

„როდესაც შენ მოედანზე 11 წლის განმავლობაში პროფესიონალურ ფეხბურთს თამაშობ გასაკვირი არ არის, რომ გარკვეულ რეკორდებს დაამყარებ.“

მანჩესტერის ყოფილმა ფეხბურთელმა ინტერში მის როლზე და ინგლისურ და იტალიურ ფეხბურთში არსებულ განსხვავებებზე ისაუბრა.

„როდესაც მე მოედანზე გავდივარ, ყოველთვის მოგება მინდა. იტალიაში ეს მიდგომა ყველაზე მნიშვნელოვანია და ალბათ ინგლისურ ფეხბურთთან ყველაზე დიდი განსხვავებაც ეს არის. მე მოედანზე იმაზე ვარ კონცენტრირებული, რასაც მწვრთნელი მთხოვს და ვიცი, რომ ტაქტიკური შეცდომა არასოდეს არ უნდა დავუშვა.

„კარების წინ თამაშის დროს ძალიან სახიფათო ვარ. მე ვარ სწრაფი, შემიძლია ოპონენტზე წავიდე და მოვატყუო, ან ფლანგებისკენ გადავინაცვლო.

„სანამ ინტერში გადმოვიდოდი, მე გუნდის ბევრ თამაშს ვუყურე და ხშირად ვხედავდი, რომ ლაუტარო შეტევაში მარტო იყო. მაშინვე ვიცოდი, რომ ჩვენ შესანიშნავ დუეტს შევქმნიდით. ზოგჯერ მას აქვს კარგი თამაში, ზოგჯერ მე და ასე გუნდიც ხეირობს.

„მე კარგად ვიცი, თუ რას მოელის ჩემგან გუნდი და მწვრთნელი, ამიტომ ჩემი თამასის შემცირების უფლება არ მაქვს, რადგან ასეთ შემთხვევაში ინტერის შედეგზე ცუდად აისახება.

„გუნდს მოედანზე ლიდერები სჭირდება, ისეთი როგორიც მე ვარ, როგორიც ვიდალია, როგორიც ბარელა და სანჩესია და კარგ შედეგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ ჩვენ სწორი მიდგომით ვითამაშებთ.

„ბოლო 5 თვის თამაშით მე მსოფლიოს 5 საუკეთესო ფორვარდს შორის ვარ. სახელებზე საუბარი არ მსურს, თუმცა მე მათ შორის ნამდვილად ვარ.“