Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუკაკუ ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოტოვებს ?

Tuttosport-ის ინფორმაციით, ინტერის ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს თამაში მადრიდის რეალის წინააღმდეგ ფაქტობრივად გამორიცხულია, თუმცა არის შანსი იმისა, რომ ბელგიელმა ფეხბურთელმა ვერც ატალანტას წინააღმდეგ მოახერხოს თამაში.

დატვირთულმა კალენდარმა ლუკაკუს ბარძაყის კუნთის გადაღლა გამოიწვია და ბეპე მაროტა ცდილობს, რომ ფეხბურთელი სანაკრებო ბატალიებისგან გაანთავისუფლოს და პაუზის დროს ის მილანში დატოვოს, რომ რომელუს დასვენების საშუალება მიეცეს.

ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში 7 გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის 5 სერია ა-ში, 2 კი ჩემპიონთა ლიგაზე.