Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკაკუ რონალდუს რეკორდს უმიზნებს

დღეს ინტერი ჩემპიონთა ლიგაზე შახტარს დაუპირისპირდება და იმ შემთხვევაში, თუ რომელუ ლუკაკუ გოლის გატანას მოახერხებს, ეს მისთვის ევროპულ ტურნირებზე ზედიზედ მე-10 მატჩში გატანილი გოლი იქნება და კრიშტიანუ რონალდუს რეკორდს უფრო მიუახლოვდება.

კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 11 შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა.

ლუკაკუმ, რომელიც ინტერს 2019 წლის აგვისტოში მანჩესტერიდან 74 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, სერია ა-ს საწყის 5 ტურში 5 გოლის გატანა მოახერხა, რასაც გლადბახის წინააღმდეგ გატანილი დუბლიც ემატება.

გათიშვა