Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკაკუ სამედიცინო შემოწმებას გადის…

SportMediaset-ის ინფორმაციით, ჩელსიში ტრანსფერის წინ რომელუ ლუკაკუ სამედიცინო შემოწმების პირველ ნაწილს მილანში, Columbus-ის კლინიკაში უკვე გადის.

ბელგიელი ფორვარდი ჩელსიში 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდება და სხვადასხვა გავლენიანი წყაროს ინფორმაციით, ბენეამატა მის სანაცვლოდ 115 მილიონ ევროს მიიღებს.

გასული სეზონის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელმა ნერაძურის მაისურით 95 მატჩი ჩაატარა და 64 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო ნერაძურის ჰაკიმის შემდეგ ლუკაკუს გაყიდვაც უწევს…