Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუკაკუ:“ სერია ა თუ ევროპა ? ორივე, მე ორივე მათგანის მოგება შემიძლია“

ლუკაკუმ ESPN-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ევროპის ჩემპიონატი თუ სკუდეტო ? ორივე, მე არჩევანს არ გავაკეთებ, რადგან ორივეს მოგება შემიძლია.

„ჩემი კუმირი ? ვინსენტ კომპანი. ის ანდერლეხტში თამაშობდა, გუნდში, რომელსაც ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ და მინდოდა, რომ მისთვის მიმებაძა. ბავშვობიდან მქონდა იმის ამბიცია, რომ ისეთი შედეგებისთვის მიმეღწია, რომლისთვისაც აქამდე არც ერთ ბელგიელ ფორვარდს არ ჰქონდა მიღწეული.“

ლუკაკუ ინტერს 2019 წლის ზაფხულში მაNჩესტერიდან, 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და გუნდის წამყვანი ფიგურა გახდა.

27 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ინტერის მაისურით ჩატარებულ 61 შეხვედრაში 43 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.