Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკაკუ:“ ტიტულმა მკვლელის მენტალიტეტი შემძინა…“

რომელუ ლუკაკუმ მეტოქეები გააფრთხილა, რომ მომდევნო სეზონიდან მას ‘მკვლელის მენტალიტეტი’ ექნება, რომელიც მან სკუდეტოს მოპოვების შემდეგ გამოიმუშავა.

„მე მთელი მსოფლიოს ინტერისტების, მწვრთნელის, გუნდის, პრეზიდენტის და თითოეული იმ ადამიანის გამო, რომელსაც ჩვენი ჩემპიონობა გაუხარდა, ძალიან ბედნიერი ვარ.

„იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი ტრიუმფალური სვლის დასაწყისი იქნება და ერთად მომავალში უამრავ ტიტულს მოვიგებთ.

„ტიტულის მოგება ძალიან დიდ გამოცდილებას გძენს და თამაშის უკეთესად წაკითხვის საშუალებას გაძლევს, კარიერაში ტიტული ძალიან მაკლდა და მომდევნო სეზონიდან მე და ჩემს თანაგუნდელებს მკვლელის მენტალიტეტი გვექნება, რაც ტიტულებისთვის ბრძოლას კიდევ უფრო გაგვიმარტივებს.

„ჩემთვის ეს ტიტული ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან შენ შესაძლოა კარიერაში 500 გოლი გაიტანო, თუმცა ყველაზე მნიშნელოვანი მაინც ტიტულებია და მათ გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს.

„კონტე ? მის გამო თავსაც კი გავწირავდი. ჩემს განვითარებაში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის და მის გუნდში თამაში ჯერ კიდევ კონტეს ჩელსიში ყოფნის დროს მსურდა.“