Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუკაკუ ტრავმირებულია

ინტერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ რომელუ ლუკაკუ ტრავმირებულია და ის პარმასთან მატჩს გამოტოვებს.

ფეხბურთელმა დაზიანება შახტარის წინააღმდეგ მატჩში მიიღო. ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

„რომელუ ლუკაკუს MRI სკანირება ჩაუტარდა და გაირკვა, რომ მას მარცხენა მეხის წვივის დაჭიმულობა აქვს. მის მდგომარეობას ყოველდღიურად დავაკვირდებით.“

ინტერის სამედიცინო შტაბი იმედოვნებს, რომ ბელგიელი შემტევი მადრიდის რეალის წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.