Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკაკუ ჩელსის პრიორიტეტული სამიზნეა

ზაფხულში ჩელსის მთავარი სატრანსფერო სამიზნე ინტერის ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ იქნება.

ინგლისური გრანდი ზაფხულში ოლივიე ჟირუს შემცვლელის გაფორმებას გეგმავს, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და Sports Illustrated-ის მტკიცებით, ტუხელის ფავორიტი არჩევანი სწორედ რომელუ ლუკაკუა.

რა თქმა უნდა, ნერაძურის გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაშვება არ სურს, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო მათ შესაძლოა რომელიმე ვარსკვლავის გაყიდვა მოუწიოს და არ არის გამორიცხული, რომ ეს სწორედ ლუკაკუ იყოს…