Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკაკუ:“ ჩელსიში ტრანსფერი თავად ვითხოვე“

რომელუ ლუკაკუმ აღიარა, რომ ნერაძური მის გაყიდვას არ აპირებდა, თუმცა ჩელსიში ტრანსფერი გუნდს თავად სთხოვა.

ლუკაკუ ლურჯების რიგებში 8-წლიანი პაუზის შემდეგ 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაბრუნდა.

„ჩელსის 3 წინადადების შემდეგ ვიცოდი, რომ ისინი სერიოზულები იყვნენ, ჩემი გული კი ინტერში აღარ იყო.

„ჩელსიმ თავიდან 110 მილიონი და ძაპაკოსტა შესთავაზეს, მაგრამ ინტერი უარზე იყო, ამიტომ მე ინძაგის ვესაუბრე და ვთხოვე, რომ ჩელსიში ტრანსფერის უფლება მოეცა.

„ისინი ყველაფერს გაგებით მოეკიდნენ და მე სახლში დაბრუნების უფლება მომცეს.“

ლუკაკუ ინტერს მანჩესტერ იუნაიტედიდან 75 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა და 95 მატჩში 64 გოლის გატანა მოახერხა.