Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუკაკუ:“ ცუდ დამარცხებულად ყოფნა ჩემი ყველაზე დიდი ძალაა“

რომელუ ლუკაკუმ ბელგიურ მედიასთან თავის ყველაზე ძლიერ მხარეზე ისაუბრა.

„ჩემი გადმოსახედიდან, მარცხი არის ის, რაც მოტივაციას მმატებს, რადგან როდესაც მარცხდები, შენ დამატებით ენერგიას იღებ. მე ცუდი დამარცხებული ვარ, ამას ვაღიარებ და ეს სწორედ ჩემი უდიდესი ძალა გახლავთ, ეს ევროპა ლიგის ფინალშიც დავინახეთ.

„ვერცხლის მედლის მისაღებად მოედანზე ვერ გავედი და ამას არც ვნანობ. ეს სევილიას მიმართ უპატივცემულობა არ იყო, უბრალოდ ფეხბურთელი ასეთი მომენტებისთვის მთელი ცხოვრება მუშაობს და მეორე ადგილი არ არის ის, რაც ჩვენ გვსურს, თუმცა ამ მარცხმა ენერგია და მოტივაცია მომცა და ახლა უკეთესი ვარ, ვიდრე მაშინ.“