Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუკაკუ 2020 წელს უეფას საუკეთესო მეგოლეა

ინტერის ფორვარდმა 2020 წელს UEFA-ს ეგიდით გამართულ 3 ტურნირზე 16 გოლის გატანა მოახერხა და პირველი ადგილი დაიკავა.

ბელგიელმა ფეხბურთელმა 7-ჯერ ევროპა ლიგაზე, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე, 5-ჯერ კი ერთა ლიგაზე მოახერხა მეტოქის კარის აღება.

2020 წლის UEFA-ს ბომბარდირთა 5 ასე გამოიყურება:

1) რომელუ ლუკაკუ – 16 გოლი (ინტერი/ბელგია) – 4 UCL, 7 UEL, 5 UNL

2) ერლინგ ბრაუტ ჰაალანდი – 14 გოლი (დორტმუნდი/ნორვეგია) – 8 UCL, 6 UNL

3) ედი ნკეტია – 11 გოლი (არსენალი/ინგლისი) – 3 UEL, 8 U21

4) ოდსონ ედუარდი 10 გოლი (სელტიკი/საფრანგეთი) – 1 UCL, 5 UEL, 4 U21

5) რობერტ ლევანდოვსკი 10 გოლი (ბაიერნი/პოლონეთი) – 8 UCL, 2 UNL