ლუკას პაკეტას სერიოზული მსურველი გამოუჩნდა
მილანი და პსჟ ისმაელ ბენასერის თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ,თუმცა ფრანგებს მილანის კიდევ ერთი ფეხბურთელი – ლუკას პაკეტა სურთ.
ფრანგული მედიის მტკიცებით,მილანმა ბენასერის სანაცვლოდ პარიზელების მხრიდან გაკეთებული 40 მილიონიანი წინადადება უარყვეს,მათ ალჟირელი ფეხბურთელის შენარჩუნება უნდათ.
თუმცა,მილანი ლუკას პაკეტას გასხვისების წინააღმდეგი არ არის.ბრაზილიელი ნახევარმცველი პსჟ-ს ამჟამინდელი სპორტული დირექტორის,ლეონარდოს მიყვანილია მილანში და ახლა მისი გაფორმება პსჟ-შიც სურს.
ფრანგების მთავარი სამიზნე ნახევარდაცვაში ლაციოს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩია,თუმცა პაკეტა მათი სატრანსფერი სოოს მოწინავე პოზიციებზეა და მისი შეძენა სავიჩისგან განსხვავებით 30 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი.