Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკა დინი ინტერს და ნაპოლის შესთავაზეს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ევერტონის უკანახაზელის ლუკა დინის აგენტმა ფეხბურთელი ნაპოლის და ინტერს შესთავაზა.

28 წლის მარცხენა მცველი ევერტონის თავკაცის რაფაელ ბენიტესის გეგმებში მას შემდეგ აღარ შედის, რაც მხარეებს შორის კონფლიქტი მოხდა. ინგლისელებმა მისი შემცვლელი ბიტალი მიკოლენკო კიევის დინამოდან უკვე გაიფორმეს და დინის გუნდიდან წასვლა დროის საკითხია.

წყაროს ცნობით, ევერტონი მზად არის ფეხბურთელი იჯარის წესით გაუშვას, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.